воскресенье, 1 июня 2014 г.
მერვე დღე
ჩვენი ტრენინგი დასასრულს უახლოვდება. დღეს დავამთავრეთ მუშაობა პროექტის გეგმაზე, გადავამოწმეთ შესრულებული სამუშაო და ვისწავლეთ მთლიანი ფოლდერის ატვირთვა ჯერ დრაივში, შემდეგ - ბლოგზე. ახლა უკვე უნდა მოვემზადოთ პრეზენტაციისათვის და ტრენინგიც დასრულდება. საინტერესოა, აქვს თუ არა მინიჭებული კრედიტ-ქულა ჩვენს ამდენ წვალებას. როცა რაღაც მთავრდება, გული ყოველთვის მწყდება. ძალიან მომწონს ჩვენი ტრენერი (ამ სიტყვას ვერ შევეჩვიე). მეშვიდე მოდულსაც გავეცანით. ძალიან ვიხალისე ბლოგის გაფორმებისას, ახლა კარგად მესმის ბავშვების, კომპიუტერს რომ ვერ სწყდებიან. მოკლედ, ყველაფერი მომწონს!
суббота, 31 мая 2014 г.
მეშვიდე დღე
პროექტის გეგმაში შევავსეთ დიფერენცირებული სწავლების გრაფები, შევქმენით სასწავლო პროცესის დამხმარე, ვისწავლეთ ფეიჯების გაკეთება. ასე რომ, სულ წინ მივიწევთ. მგონი, გულიც კი მწყდება, დასასრულისკენ რომ მივდივართ, მაგრამ ნანა მუზაშვილის პროექტისა არ იყოს, დრო მიქრის!..
понедельник, 26 мая 2014 г.
მეექვსე დღე
დღეს ძალიან დავიღალე. დიდი დრო გავიდა და გამიჭირდა ნასწავლის აღდგენა. როგორ სწორად უთქვამთ, გამეორება ცოდნის დედააო. ვისწავლეთ მოსწავლის სავარაუდო ნამუშევრის შექმნა, შეფასება და რუბრიკების შექმნა.სახლში უნდა ვივარჯიშო.
понедельник, 12 мая 2014 г.
მეხუთე დღე
საოცარია, მაგრამ ყოველდღიურად უფრო საინტერესო ხდება მუშაობა. დღეს ვიმუშავეთ პროექტის იმ ნაწილზე, რომელიც ასახავს, რას ვაკეთებთ ბავშვებთან ერთად. ვისწავლეთ პრეზენტაციის გადატანა გუგლში, ინტერნეტში გამოქვეყნება, ბლოგზე დადება და ამ პროცედურების კეთების წესები ჩავიწერეთ. გავეცანით მესამე მოდულს, საქაღალდეში შევინახეთ გამოყენებული ლიტერატურის შაბლონი. სამწუხაროდ, კომპიუტერი გამეთიშა და აღარ ვიცი, მერე რას ვიზამ.
воскресенье, 11 мая 2014 г.
მეოთხე დღე
დღევანდელი მასალაც საინტერესო იყო. ვისაუბრეთ შეფასების მეთოდებზე, გავიგეთ, რომ პროექტზე მუშაობისას შეფასებას აქვს ხუთი მიზანი, რომელთაგან პირველი ოთხი განმავითარებელია, ბოლო კი - განმსაზღვრელი.შევადგინეთ შეფასების დროის სქემა. პროექტზე მუშაობის დროს შეფასება სამჯერ მაინცაა საჭირო: დასაწყისში, მიმდინარეობისას და პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ.დავიწყეთ პრეზენტაციის აწყობა. ბევრი რამ გამახსენდა, მაგრამ, ალბათ, დიზაინს შევცვლი. ასევე ვისწავლეთ ბლოგის დიზაინის შეცვლაც.
იმედი მაქვს,შევძლებ ბოლომდე მივყვე ტრენინგის პროგრამას. მგონი, ყველაფრის გაკეთებას ვასწრებ.
суббота, 3 мая 2014 г.
მესამე დღე
სამუშაო სულ უფრო და უფრო საინტერესო ხდება. დღეს პროექტის მიზნები განვსაზღვრეთ, მოვიძიეთ ინდიკატორები, გავეცანით ბლუმის ახალ ტაქსონომიასა და მის საკვანძო სიტყვებს, მრავალი საკვანძო სიტყვა ჰქონია 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებსაც. ოდნავ უფრო რთული, მაგრამ სახალისო იყო კითხვების დასმა. როგორც ჩანს, დღეს ყველამ მოახერხა დავალებების დროულად შესრულება, რაც ძალიან მახარებს.
воскресенье, 27 апреля 2014 г.
მეორე დღე
ეს დღე ბევრად უფრო სახალისო აღმოჩნდა. თავი მეც მოსწავლე მგონია და, რა თქმა უნდა, ძალიან მომწონს. საინტერესო იყო ჩემი კოლეგების იდეები. განსაკუთრებით მომეწონა ნანა იაშვილის ჩანაფიქრი, თანარაიონელი მწერლების შესახებ გააკეთოს პროექტი. შევავსეთ პროექტის გარკვეული ნაწილი. ახლა უნდა ვიფიქრო შემდეგ პუნქტებზე. ბუკლეტი ვერ დავასრულე, თუმცა სახლში ვაპირებ დამთავრებას.გავიხსენე ელექტრონული ფოსტით შესასრულებელი ოპერაციები. მასალის დაარქივება ნამდვილად ახალი იყო ჩემთვის. ასე რომ, შაბათი ძალიან მომენატრება.
მადლობა ნინოს, ასე მარტივად რომ ახერხებს ჩვენს დაკვალიანებას.
суббота, 26 апреля 2014 г.
პირველი დღე
ძალიან მომწონს, რომ არსებობს ელექტრონული სახელმძღვანელო.ახლა დაინტერესებული მასწავლებელი შეძლებს დამოუკიდებლადაც ისწავლოს პროექტების ელექტრონული ვერსიების შექმნა. ყველაფერი გასაგები იყო. დღეს ჩემთვის ბევრი რამ ნაცნობი და ადვილად აღსადგენი გამოდგა. კარგია, რომ არსებობს პროექტის გეგმის შაბლონი. როგორც შევხედე, რაც ვიცი, მათთან შედარებით ბევრად სრულყოფილია
.იმედი მაქვს, ტრენინგის დასრულების შებდეგ გაცილებით მეტი მეცოდინება. არ მომეწონა , რომ ადამიანური უნარები საუკუნეს დაუკავშირდა. 21-ე საუკუნემ ტექნოლოგიების ცოდნა დაგვიმატა და არა უნარი.
Подписаться на:
Сообщения (Atom)