საოცარია, მაგრამ ყოველდღიურად უფრო საინტერესო ხდება მუშაობა. დღეს ვიმუშავეთ პროექტის იმ ნაწილზე, რომელიც ასახავს, რას ვაკეთებთ ბავშვებთან ერთად. ვისწავლეთ პრეზენტაციის გადატანა გუგლში, ინტერნეტში გამოქვეყნება, ბლოგზე დადება და ამ პროცედურების კეთების წესები ჩავიწერეთ. გავეცანით მესამე მოდულს, საქაღალდეში შევინახეთ გამოყენებული ლიტერატურის შაბლონი. სამწუხაროდ, კომპიუტერი გამეთიშა და აღარ ვიცი, მერე რას ვიზამ.
მარინა, ვწუხვარ შენი კომპიუტერის გამო, იმედია,ყველაფერი გამოსწორდება.მომეწონა, ლოტოსის ყვავილი რომ დაგიდია შენს ბლოგზე,შანხაი გამახსენა.
ОтветитьУдалитьყვავილები მიყვარს, ლოტოსი განსაკუთრებით, მაგრამ ამ სურათებს შეცვლა დასჭირდება, ჩემს თემას არ შეესაბამება.
ОтветитьУдалитьმარინა, მომწონს შენი პროექტის თემაც, დიზაინიც, ქეთინო ცერაძესთან ამ საკითხებზე ვმუშაობდი მეც,, კასპის რუკამ ამაღელვა.. იმედი მაქვს, კარგი პროექტები გამოგვივა. მთავარია, ცოტა სწრაფი. მუშაობა შევძლოთ კომპიუტერთან და მერე ყველაფერი გამოვა...
ОтветитьУдалить