სამუშაო სულ უფრო და უფრო საინტერესო ხდება. დღეს პროექტის მიზნები განვსაზღვრეთ, მოვიძიეთ ინდიკატორები, გავეცანით ბლუმის ახალ ტაქსონომიასა და მის საკვანძო სიტყვებს, მრავალი საკვანძო სიტყვა ჰქონია 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებსაც. ოდნავ უფრო რთული, მაგრამ სახალისო იყო კითხვების დასმა. როგორც ჩანს, დღეს ყველამ მოახერხა დავალებების დროულად შესრულება, რაც ძალიან მახარებს.
მე მგონი რაღაც გამოგვდის.კითხვები,საგანთან კავშირში რომ ყოფილიყო,შედარებით ადვილი იქნებოდა მოცემული დავალება
ОтветитьУдалитьმე კი მგონია, გლობალური აზროვნება ჩვენი საგნების სწავლებაშიც უფრო დაგვეხმარება.
Удалитьსასიამოვნო და სახალისოა პროექტებით სწავლება. რაც მთავარია, მოსწავლეები იჩენენ ინტერესს.შემდგომში შევეცდები საგანთან უფრო დაახლოებული თემა ავიღო და პატარები მოვაჩვიო ამ ფორმით მუშაობას.
ОтветитьУдалитьმართლა ძალიან სახალისო და საინტერესოა.თანდათან უფრო გავიწაფებით , ადვილად დავძლევთ და წარმატებით გამოვიყენებთ სწავლებაში.
ОтветитьУдалитьვხედავ ,რომ ტრენინგმა ძალიან დაგაინტერესა.დარწმუნებული ვარ წარმატებით გაართმევ თავს და აქტიურად გამოიყენებ სასწავლო პროცესში!
ОтветитьУдалить