воскресенье, 27 апреля 2014 г.

მეორე დღე

   ეს დღე ბევრად უფრო სახალისო აღმოჩნდა. თავი მეც მოსწავლე მგონია და, რა თქმა უნდა, ძალიან მომწონს. საინტერესო იყო ჩემი კოლეგების იდეები. განსაკუთრებით მომეწონა ნანა იაშვილის ჩანაფიქრი, თანარაიონელი მწერლების შესახებ გააკეთოს პროექტი. შევავსეთ პროექტის გარკვეული ნაწილი. ახლა უნდა ვიფიქრო შემდეგ პუნქტებზე. ბუკლეტი ვერ დავასრულე, თუმცა სახლში ვაპირებ დამთავრებას.გავიხსენე ელექტრონული ფოსტით შესასრულებელი ოპერაციები. მასალის დაარქივება ნამდვილად ახალი იყო ჩემთვის. ასე რომ, შაბათი ძალიან მომენატრება.
   მადლობა ნინოს, ასე მარტივად რომ ახერხებს ჩვენს დაკვალიანებას.

5 комментариев:

  1. წარმატებები ქალბატონო მარინა:)

    ОтветитьУдалить
  2. ძალიან კარგად მუშაობთ ქალბატონო მარინა, ეხლა თქვენს კომენტარებს ვკითხულობდი სხვებს რომ გაუკეთეთ :)

    ОтветитьУдалить
  3. ტრენინგის მეორე დღე ჩემთვისაც გაცილებით სახალისო აღმოჩნდა.გეთანხმები, ქალბატონი ნინო მარტივად და გასაგებად გვიხსნის ყველაფერს. რაც შეეხება შენს შემოთავაზებას, სიამოვნებით მივიღებ,ძალიან გამიხარდება, შემდგომში ერთად თუ შევადგენთ საინტერესო პროექტის გეგმას.

    ОтветитьУдалить
  4. მარინა გეთანხმები."სწავლა სიბერემდეო"-ჩვენზეა ნათქვამი.ახალი ტექნოლოგიების ათვისების გარეშე შეუძლებელია იყო 21-ე საუკუნის მასწავლებელი.შენთან ურთიერთობა და თანამშრომლობა ყოველთვის საინტერესოა.ვისურვებდი შენთან ერთად პროექტების დაგეგმვას და განხორციელებას.

    ОтветитьУдалить
  5. დამაინტერესა შენმა მომავალმა პროექტმა . წარმატებებს გისურვებთ.

    ОтветитьУдалить