воскресенье, 1 июня 2014 г.

მერვე დღე

ჩვენი ტრენინგი დასასრულს უახლოვდება. დღეს დავამთავრეთ მუშაობა პროექტის გეგმაზე, გადავამოწმეთ შესრულებული სამუშაო და ვისწავლეთ მთლიანი ფოლდერის ატვირთვა ჯერ დრაივში, შემდეგ - ბლოგზე. ახლა უკვე უნდა მოვემზადოთ პრეზენტაციისათვის და ტრენინგიც დასრულდება. საინტერესოა, აქვს თუ არა მინიჭებული კრედიტ-ქულა ჩვენს ამდენ წვალებას. როცა რაღაც მთავრდება, გული ყოველთვის მწყდება. ძალიან მომწონს ჩვენი ტრენერი (ამ სიტყვას ვერ შევეჩვიე). მეშვიდე მოდულსაც გავეცანით. ძალიან ვიხალისე ბლოგის გაფორმებისას, ახლა კარგად მესმის ბავშვების, კომპიუტერს რომ ვერ სწყდებიან. მოკლედ, ყველაფერი მომწონს!

4 комментария:

  1. თუკი სასწავლო მიზნით გამოიყენებენ ბავშვები კომპიუტერს, უფრო კარგი იქნება.მეც ძალიან მომწონს ჩვენი ტრენერი, თუმცა მას უკვე ვიცნობდი წინა ტრენინგებიდან.

    ОтветитьУдалить
  2. მართალი ხარ, საინტერესოა, როგორ დაგვიფასდება ამ სიცხეში სირბილი. საინტერესოა, ბავშვებმა სად ისწავლეს ეს ყველაფერი, ისინი ხომ ადვილად აკეთებენ ამ ყველაფერს? მეც მწყდება გული, მიუხედავად იმისა, რომ ზალიან მაწუხებს სიცხე. იმედია, სექტემბრიდან დაწყებულ ტრენინგებზე კვლავ შევხვდებით ერთმანეთს.

    ОтветитьУдалить
  3. შენსავით მეც ძალიან მწყდება გული,როცა რაღაც მთავრდება,თანაც ასე საინტერესო და სახალისო. ბლოგი კარგად გაგიფორმებია,შენმა ღრუბლებიანმა კალენდარმა და საათ-დედამიწამ ანა კალანდაძის ლექსი გამახსენა:" მათ გადაიარეს ცა პირამიდების.....ღრუბლები, კვლავ საით მიდიან?" ეს მოგზაური ღრუბლები ზუსტად შეესაბამება სააკაძის ტკივილიან ცხოვრებას!

    ОтветитьУдалить
  4. ,,ბრუნავს დედამიწამ''–მე სიმღერა გამახსენა. გააჩერეთ დედამიწა ჩავდივარ.

    ОтветитьУдалить