суббота, 31 мая 2014 г.

მეშვიდე დღე

პროექტის გეგმაში შევავსეთ დიფერენცირებული სწავლების გრაფები, შევქმენით სასწავლო პროცესის დამხმარე, ვისწავლეთ ფეიჯების გაკეთება. ასე რომ, სულ წინ მივიწევთ. მგონი, გულიც კი მწყდება, დასასრულისკენ რომ მივდივართ, მაგრამ ნანა მუზაშვილის პროექტისა არ იყოს, დრო მიქრის!..

понедельник, 26 мая 2014 г.

სამთავისის ტაძარი


მეექვსე დღე

დღეს ძალიან დავიღალე. დიდი დრო გავიდა და გამიჭირდა ნასწავლის აღდგენა. როგორ სწორად უთქვამთ, გამეორება ცოდნის დედააო. ვისწავლეთ მოსწავლის სავარაუდო ნამუშევრის შექმნა, შეფასება და რუბრიკების შექმნა.სახლში უნდა ვივარჯიშო.

понедельник, 12 мая 2014 г.

მეხუთე დღე

საოცარია, მაგრამ ყოველდღიურად უფრო საინტერესო ხდება მუშაობა. დღეს ვიმუშავეთ პროექტის იმ ნაწილზე, რომელიც ასახავს, რას ვაკეთებთ ბავშვებთან ერთად. ვისწავლეთ პრეზენტაციის გადატანა გუგლში, ინტერნეტში გამოქვეყნება, ბლოგზე დადება და ამ პროცედურების კეთების წესები ჩავიწერეთ. გავეცანით მესამე მოდულს, საქაღალდეში შევინახეთ გამოყენებული ლიტერატურის შაბლონი. სამწუხაროდ, კომპიუტერი გამეთიშა და აღარ ვიცი, მერე რას ვიზამ.

პრეზენტაცია


воскресенье, 11 мая 2014 г.

მეოთხე დღე

დღევანდელი მასალაც საინტერესო იყო. ვისაუბრეთ შეფასების მეთოდებზე, გავიგეთ, რომ პროექტზე მუშაობისას შეფასებას აქვს ხუთი მიზანი, რომელთაგან პირველი ოთხი განმავითარებელია, ბოლო კი - განმსაზღვრელი.შევადგინეთ შეფასების დროის სქემა. პროექტზე მუშაობის დროს შეფასება სამჯერ მაინცაა საჭირო: დასაწყისში, მიმდინარეობისას და პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ.დავიწყეთ პრეზენტაციის აწყობა. ბევრი რამ გამახსენდა, მაგრამ, ალბათ, დიზაინს შევცვლი. ასევე ვისწავლეთ ბლოგის დიზაინის შეცვლაც.
იმედი მაქვს,შევძლებ ბოლომდე  მივყვე ტრენინგის პროგრამას. მგონი, ყველაფრის გაკეთებას ვასწრებ.

суббота, 3 мая 2014 г.

მესამე დღე

სამუშაო სულ უფრო და უფრო საინტერესო ხდება. დღეს პროექტის მიზნები განვსაზღვრეთ, მოვიძიეთ ინდიკატორები, გავეცანით ბლუმის ახალ ტაქსონომიასა და მის საკვანძო სიტყვებს, მრავალი საკვანძო სიტყვა ჰქონია 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებსაც. ოდნავ უფრო რთული, მაგრამ სახალისო იყო კითხვების დასმა. როგორც ჩანს, დღეს ყველამ მოახერხა დავალებების დროულად შესრულება, რაც ძალიან მახარებს.